პაატა იმნაძე – მინდა პერსონალური მადლობა გადავუხადო სოფელ კაპანახჩის ექიმს

0
https://primetime.ge/paata-imnadze-minda-personaluri-madloba-gadavukhado-sofel-kapanakhchis-eqims/ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სოფელ კაპანახჩის ექიმს პერსონალური მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, მან (სოფლის ექიმმა) და რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევის დადგენა შეძლეს. „მან ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალიან დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. რა არის შესაძლო შემთხვევა. გამოიყენა ის, რაც მას ჰქონდა. მე მისთვის პერსონალური ტრენინგი არ ჩამიტარებია. მაგრამ მან წაიკითხა, რაც ვებგვერდზე ეწერა. მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა. ასევე ამ რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ქალბატონ მაკას, რომელმაც ყველაფერი მშვენივრად იცოდა. ასევე იპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი შემთხვევა, რომლიდანაც ჩვენ დავადგინეთ მათი კონტაქტები. ისევ მათი დახმარებით. ეს კი, ათეულობით კონტაქტი იყო, “ – განაცხადა იმნაძემ. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების საერთო ჯამში 110 შემთხვევა დადასტურდა. 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი. 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში. 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ნახეთ, რას ნიშნავს საყოველთაო კარანტინი და რა წესები მოქმედებს მისი გამოცხადებისას.
0