ქვეყანა ამას თავს ვერ აარიდებს, მედპერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს – თამარ გაბუნია

0
https://primetime.ge/qvekana-amas-tavs-ver-aaridebs-medpersonalis-dainfitsirebis-riski-koveltvis-arsebobs-tamar-gabunia/ სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს, ჩვენი ქვეყანა ამას თავს ვერ აარიდებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარეობს აქტიური ტრენინგები, იმ პერსონალისთვის, ვისაც უწევს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობა. „მარაგები, რომლებიც შემოვა ქვეყანაში იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ყველა დონეზე, დაწყებული პირველადი ჯანდაცვის ექიმიდან, დასრულებული რეანიმაციული განყოფილების პერსონალით, რომელიც არის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იყოს შესაბამისად მომარაგებული ამ საშუალებებით. მიმდინარეობს ძალიან აქტიური ტრენინგი, იმ პერსონალის ვინც მუშაობს კორონავირუსით ინფიცირებულებთან“, - აცხადებს თამარ გაბუნია. 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საქართველოში დღეიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა გამოცხადდა კომენდანტის საათი 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში. 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ნახეთ, რას ნიშნავს საყოველთაო კარანტინი და რა წესები მოქმედებს მისი გამოცხადებისას.
0