თბილისის საბავშვო ბაღების მუშაობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ცვილება შეიტანეს

0
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დღეიდან მხოლოდ ის თანამშრომლები იმუშავებენ, რომლებიც ტერიტორიულად სამუშაო ადგილთან ახლოს ცხოვრობენ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადბით, შეზღუდულია ბაღში თანამშრომელთა რაოდენობაც. კერძოდ, დიდ ბაღებში 8-მდე, ხოლო პატარა ბაღებში 5-მდე თანამშრომელი იმუშავებს. მათივე ცნობით, მშობლებს დადგენილი გრაფიკით პროდუქტის გატანა კვლავ შეეძლებათ. თუმცა კორონავირუსის პრვენციის მიზნით გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ. „პატარა ბაღებში მუშაობს ხუთამდე თანამშრომელი, დიდ ბაღებში - 8-მდე. მშობლები მივლენ გრაფიკით, დაიცავენ დისტანციას, ისე შეეძლებათ პროდუქტის გატანა. ისინი შენობაში არ შედიან. ბაგა-ბაღების შესასვლელებში მოწყობილია სივრცე, სადაც თითო-თითო ადამიანი შედის. პროდუქტის გაცემა ბაღიდან, ისევე, როგორც მისი შეტანა ბაღში მომმარაგებელი კომპანიის მიერ ეტაპობრივად ხდება. ბაგა-ბაღების თანამშრომლები აღჭურვილები არინ თავდაცვისა და სადეზინფექციო საშუალებებით. მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. როგორც იცით, დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში აღარ ივლის, რის გამოც, ბაგა-ბაღებში იმუშავებენ ახლოს მცხოვრები თანამშრომლები, რომლებიც სამუშაო ადგილებზე ფეხით მივლენ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში. ინფორმაციისთვის, თბილისში 181 ბაღი ფუნქცინიორებს, სადაც 61 000 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
#კორონავირუსი
#ბაგაბაღები
#თბილისისმერია
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0