გაგრის საავადმყოფოში მედპერსონალმა პაციენტები მიატოვა და გაიქცა

0
https://primetime.ge/gagris-saavadmkofoshi-medpersonalma-patsientebi-miatova-da-gaiqtsa/ გაგრის საავადმყოფოდან, სადაც ომის ვეტერანები მკურნალობდნენ, მედპერსონალ გაიქცა. როგორც ერთ-ერთი პაციენტი ამბობს, სარეაბილიტაციო ცენტრში ამჟამად 17 პაციენტია და ისინი საავადმყოფოს დატოვებას არ აპირებენ. პაციენტი ამბობს, რომ ისინი „ხელისუფლებამ“ და „მაღალჩინოსნებმა“ მიატოვეს. მისი თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრი კორონავირუსიანი პაციენტების სამკურნალო ცენტრად უნდა გადაექციათ და იქ მყოფ 17 პირს უთხრეს, რომ საავადმყოფო დაეტოვებინათ. მას შემდეგ, რაც პაციენტებმა უარი განაცხადეს საავადმყოფოს დატოვებაზე, მედპერსონალმა ისინი მიატოვა.
0