განათლების მინისტრი ,,ტელესკოლისგან” საინტერესო აკადემიურ შედეგებს ელოდება

0
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, , , ტელესკოლის” მეთოდით მიღებული განათლება იქნება ეფექტური და პროდუქტიული. , , პროექტი დაიწყო გუშინ და დაიწყო ძალიან წარმატებით. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ასე წარმატებით გაგრძელდება. უაღრესად საინტერესო გაკვეთილებია შემოქმედებითი მიდგომით და ეს პლატფორმა დარწმუნებული ვარ, მიაღწევს საკმაოდ საინტერესო აკადემიურ შედეგებს, ვინაიდან გაკვეთილებში ჩართული გვყავს ჩვენი საუკეთესო, გამოცდილი პედაგოგები, ” - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. მინისტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ჩატარდება აბიტურიენტის საათიც, სადაც წამყვანი სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაუწევენ. ჩხენკელის თქმით, გაკვეთილები ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო შაბათ-კვირას ტელესკოლა მთელ საზოგადოებას ქართულ ენაზე ნათარგმნ საინტერესო საგანმანათლებლო- შემეცნებით პროგრამებს შესთავაზებს.
#კორონავირუსი
#განათლებისსამინისტრო
#ტელესკოლა
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0