იბერიის მეფე, ფარსმან პირველმა დაიპყრო სომხეთი და მეფედ დასვა თავისი ძმა მითრიდატე. მალე მითრიდატე დააპატიმრეს რომაელებმა და რომში წაიყვანეს. იქიდან დაბრუნდა რომის მომხრედ მითრიდატე, რაც არ მოეწონა ფარსმანს და გადაწყვიტა მოეშორებინა. ფარსმანის უფროსი შვილი იყო მირდატი, რომლის ტახტზეც თვალი ეჭირა შუათანა შვილს რადამისტს. ამიტომ გადაწყვიტა ფარსმანმა ორი კურდღელი დაეჭირა და რადამისტი მითრიდატეს მოსაკლავად გაუშვა სომხეთში. იქ როცა ჩავიდა, რადამისტმა დაიფიცა არც საწამლავს ვიხმარ და არც ხანჯალს შენს წინააღმდეგ, მამაჩემს გამივექეცი და შემიფარეო. შეიფარა ბიძამ. რადამისტმა პირობა შეასრულა და საწამლავის და ხანჯლის მაგივრად ბიძა-ბიცოლა საბნებით გაგუდა. (აქვე დავძენ, რომ ეს ბიძა ბიცოლა ანუ მითრიდატე და ბიცოლის სახელი არ არის ცნობილი, ერთმანეთისთვის ბიძა-დიშვილი იყვნენ(რადამისტის და იყო მითრიდატეს ცოლი)) რადამისტმა თავი სომხეთის მეფედ გამოაცხადა და მითრიდატეს შვილი ზენობია ცოლად მოიყვანა. შესაბამისად ზენობია რადამისტისთვის იყო ცოლი, დიშვილი და ბიძაშვილი ერთდროულად. დიდხანს არ გაგრძელდა რადამისტის მმართველობა და გაქცევა მოუწია. ერთი ცხენით გაიქცნენ რადამისტი და ორსული ზენობია. მდევარი აედევნათ. ზენობია ორსულობის გამო ცხენს ამძიმებდა, რის გამოც მდევარი ეწეოდათ, ამიტომ რადამისტმა ხანჯალი ჩაარტყა ზენობიას და ცხენიდან მდინარე არაქსში ჩააგდო. ამის მერე გაქცევა მოახერხა რადამისტმა ქართლში, მამამისთან. დაჯილდოების მაგივრად, მამამისმა ფარსმანმა რადამისტს მოღალატეობა დააბრალა და სიკვდილით დასაჯა. ეს ყველაფერი მოხდა პირველ საუკუმეში. აღწერილი აქვს რომაელ ისტორიკოს ტაციტუსს თავის ნაწარმოებ , , ანალებში"ამ ამბავს ოპერა მიუძღვნა 8 კომპოზიტორმა, დახატა 5მა მხატვარმა და თეატრის პიესა დაწერა გრიბოედოვმა.
#politics
#news
#history
#historical
#opinion
#goodplaces
#events
#art
#photo
#sport
#funny
#crypto
#business
#design
#food
#religion
#gaming