სოფლად საერთო საქეიფო სუფრის მონაწილეები დაჯარიმდებიან
249 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140301

პოლიცია იმ ადამიანებსაც დააჯარიმებს, რომლებიც საერთო საქეიფო სუფრებს გამართავენ. მინისტადიონებზე გახშირებული თავშეყრის შემდეგ, სოფლებში პოლიცია სიტუაციას ამ კუთხითაც გააქტიურებს.

პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულების დინამიკა შემაშფოთებელია.

,,დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ისეთი შემთხვევა, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია ერთი ინფიცირებული. მოვლენები ცხადყოფენ, რომ ბევრ მოქალაქეს არ აქვს გათვიცნობიერებული არსებული რისკები. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ვუსამძიმრებთ. სანამ ჩვენ კიდევ ვაკონტროლებთ სიტუაციას და სანამ მაჩვენებელი ძალიან საგანგაშო არ არის სხვა ქვეყნებთან შედარებით", - განაცხადა გახარიამ.

საქართველოში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინო გამოცხადდა. საკარანტინო რეჟიმის აღსრულება დაიწყება 31 მარტის დილის 8 საათიდან. აიკრძალა 3-ზე მეტი ადამიანის ერთად თავშეყრა, ასევე საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე, - სახლიდან გარეთ გასვლა.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago
2
Write a comment