იტალიაში 24 საათში კორონავირუსით 731 ადამიანი დაიღუპა

Tbilisi Daily

იტალიაში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 32 191 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდა ამისა, იტალიაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსით 731 ადამიანი დაიღუპა. გამოცემის ცნობით, ეს 3 აპრილის შემდგომ კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. იტალიაში ამ დრომდე კორონავირუსის სულ 1.24 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 46 464 პაციენტი დაიღუპა.