კორონავირუსით გარდაცვლილ მე-16 პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტი, 72 წლის მამაკაცია. როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მამაკაცი 16 ივლისს კოვიდის დადასტირებული დიაგნოზით გადაიყვანეს თბილისდიან, მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრიდან (ინგოროყვას კლინიკა) სადაც ის მანამდე მკურნალობდა.
ლიკა მუმლაძის განცხადებით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გარდა პაციენტს სხვა მძიმე ქრონიკული დაავადებებით აღენიშნებოდა, იმყოფებოდა ჰემოდიაზლიზზე.
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა. ეს 15 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1039-მდე გაიზარდა.
კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 1 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 900.
დღემდე უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 მოქალაქე. უმრავლესობა ავღანეთში ნატოს მისიის მონაწილე ქართველი სამხედროა.
20 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5687 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 232.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30737468.html
#ახალი_ამბები
#twitter