თუ დამტკიცდა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბცჟ-ის აცრა მუშაობს ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140302 თუ დამტკიცდა, რომ Covid-ის წინააღმდეგ ბცჟ-ის აცრა მუშაობს, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის მოადგილემ პაატა იმნაძე განაცხადა. მისი თქმით, ეს ჯერ დაუდასტურებული ჰიპოთეზაა. " ჰიპოტეზაა, რომ წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტს დამცველობითი ეფექტი აქვს და ადვილად გადაიტანენ ადამიანები, თუ აცრილები არიან. ასევე, ბცჟ-ზეც იგივე გამოქვეყნდა, რომ კორონავირუსი დაემართებათ, მაგრამ უფრო ადვილად გადაიტანენ. ეს ორი ჰიპოთეზა არ არის მეცნიერულად გამყარებული. თუ მართალი აღმოჩნდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგია განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის მოცვა წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინით. ჩვენს ქვეყანაში ბცჟ-თი აცრილი პრაქტიკულად ყველაა და ეს არ არის ახალი თაობა, ეს არის ძველი თაობაც. იმიტომ რომ ბცჟ ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა ჩვენს ქვეყანაში. ამრიგად, თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში", - თქვა იმნაძემ.
0