შიდა გადადება არის უკვე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140306 შიდა გადადება არის უკვე, ამიტომაც დაწყებული სამედიცინო პერსონალიდან, ჟურნალისტებს ყოველდღე გაფრთხილებთ, საკმაოდ მაღალი რისკის კონტინგენტს მიეკუთვნებით - ამის შესახებ განცხადება, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ გააკეთა. „შიდა გადადება არის უკვე, ამიტომაც ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. დაწყებული სამედიცინო პერსონალიდან, ჟურნალისტებს ყოველდღე გაფრთხილებთ, რადგან თქვენც საკმაოდ მაღალი რისკის კონტინგენტს მიეკუთვნებით. რა თქმა უნდა, მოსახლეობაც. დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცირება და მაქსიმალურად შევზღუდოთ კონტაქტები, რადგან შიდა გადაცემა ყველაზე დიდი პრობლემაა. როდესაც ზუსტად ვიცით, ვინ საიდან ჩამოვიდა, რა ჩამოიტანა და როგორ, მათი მართვა შედარებით ადვილია, რადგან კონტაქტების დადგენა ადვილია. შიდა გადადების დროს კონტაქტების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, ვისგან მივიღეთ არ ვიცით და ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. საგანგებო სიტუაციების გამკაცრების მიზეზი ისაა, რომ შიდა გადაცემის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, რისკი მაღალია. უსიმპტომო პაციენტი ინფიცირებულია, მაგრამ სიმპტომები არ აქვს. სამწუხაროდ, კორონავირუსისთვის დამახასიათებელია უსიმპტომოდ მიმდინარეობა ან მსუბუქი ფორმები, რასაც შეიძლება ადამიანი ყურადღებას არ აქცევდეს, რომ ინფიცირებულია. სწორედ ამიტომ არის, რომ საუკეთესო საშუალება დისტანცირებაა. გრძნობ თუ არ გრძნობ, მაქსიმალურად ფრთხილად იყავი. დაიცავი შენი თანამოქალაქეები, თანამოძმები შენი კონტაქტისგან, ეს ძალიან მნიშველოვანია“, -აცხადებს გოფოძე.
0