პაატა იმნაძის განცხადება კორონავირუსის საწინააღმდეგო ჰიპოთეზებზე

0
თუ ეს ჰიპოთეზები კორონავირუსის წინააღმდეგ წითელა/წითურა/ყბაყურასა და ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს ორი ჰიპოთეზა მეცნიერული მტკიცებებით გამყარებული არ არის. "ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდა, რომ წითელ/წითურა/ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტს, დამცველობითი ეფექტი აქვს და ადვილად გადაიტანენ ადამიანები თუ აცრილები არიან და ასევე, ბცჟ-ზეც იგივე გამოქვეყნდა, რომ ემართებათ და უფრო ადვილად გადაიტანენ. ეს ორი ჰიპოტეზა, რომელიც არ არის მეცნიერული მტკიცებებით გამყარებული, თუ მართალი აღმოჩნდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგია მოცვა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინის. პრაქტიკულად ყველა არის ჩვენს ქვეყანაში ბცჟ-თი აცრილი და ეს არ არის ახალი თაობა, ეს არის ძველი თაობაც. იმიტომ რომ ბცჟ ძალიან ფართოთ გამოიყენებოდა ჩვენს ქვეყანაში. ამრიგად, თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში, "- განაცხადა იმნაძემ
#პაატაიმნაძე
#ჰიპოთეზები
#წითელ
/წითურა
#ყბაყურა
#ბცჟ
#ვაქცინა
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0