ხაბაროვსკში 19 კაცი დააკავეს ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერ აქციაზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

შაბათს პოლიციამ 19 პირი დააკავა ხაბაროვსკში, ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის, მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც ტრადიციულად ყოველ შაბათს იმართება. სამი მათგანი მოგვიანებით გაათავისუფლეს. ადგილზე მყოფი რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, 26 დეკემბერს რამდენიმე ათეული მოქალაქე შეიკრიბა საოლქო ადმინისტრაციის წინ, საიდანაც მოგვიანებით მსვლელობა მოაწყვეს ცენტრალურ ქუჩაზე. ჰაერის ტემპერატურა ხაბაროვსკში -19 გრადუსს აღწევს. სერგეი ფურგალის გათავისუფლების მოთხოვნით უკვე 169-ედ შეირიკრიბნენ აქტივისტები. იუწყებიან, რომ წინა დღით ყოფილი გუბერნატორის მეუღლის, ლარისა სტაროდუბოვას სახლში პოლციამ ჩხრეკა ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ქარხანა „ამურსტალის“ სახსრების დატაცების ფაქტზე. სტაროდუბოვას ნათესავების თქმით, პოლიციამ მის სახლში უკვე მესამე ჩაატარა ხრეკა. ხაბაროვსკის ყოფილი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი, ივლისში დააპატიმრეს ორიათასიან წლებში მეწარმეების მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით. ფურგალი ბრალდებას უარყოფს. მისი მომხრეები საქმეს პოლიტიკურად მიიჩნევენ, რადგან ფურგალმა რამდენიმე წლის წინ არჩევნებში დაამარცხა კანდიდატი, რომელსაც კრემლი უჭერდა მხარს.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31020291.html #ახალი_ამბები #twitter