პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ექიმ ვლადიმერ კახაძის განცხადებით, თუ ადამიანები შეგნებულად დამალავენ შესაძლო ინფიცირებას, ეს იქნება , , სამედიცინო ტერორიზმი”, რომელიც გასცდება ყოველგვარ მორალურ ჩარჩოს.
, , თუ ეს შეგნებით ხდება, ცუდია, ეს იქნება „სამედიცინო ტერორიზმი“. არიან შაჰიდები, რომლებიც თავის თავს იფექთებენ, კლავენ ადამიანებს, ეს ამის ანალოგია იქნება. თუ შენ იცი და შეგნებულად აკეთებ ამას, ეს არის გასვლა მორალური ჩარჩოდან, ვერ წარმომიდგენია, რომ დედამიწაზე ასეთი ადამიანები არსებობენ. მეორე ვარიანტი არის უნებლიე და ასეთ დროს არის მოხმობა იმ ძალისხმევის, რასაც აკეთებ, რომ ინფორმაცია ყველას ყურამდე მივიტანოთ“, - განაცხადა კახაძემ.
#კორონავირუსი
#ლადოკახაძე
#ინფიცირებული
#დარჩისახლში
#tbilisidaily