უფასო სასადილოები იკეტება
825 Views
Batumi Daily
Kutaisi · 5 months ago

ქალაქ ბათუმის მერიის განცხადებით, 1 აპრილიდან ბათუმის უფასო სასადილოები იკეტება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხალხმრავალი ადგილების კონტროლის მიზნით მიიღერს. როგორც აცხადებენ მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, "ბენეფიციარები კუთვნილ საკვებს სასადილოებში აღარ მიირთმევენ და აღარ მოხდება გამზადებული საკვების გატანა".

სანაცვლოდ, მერია მარტოხელა და ხანდაზმულ მოქალაქეებს არამალეფუჭებად პროდუქტებს სახლში მიუტანს. 2018 წლის ინფორმაციით, ბათუმის უფასო სასადილოებით 4828 პირი სარგებლობს. ერთ მოქალაქეზე კი მერია საშუალოდ დღეში 1.9 ლარს ხარჯავს გამოსაკვებად.

აღსანიშნავია, რომ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ხორცი და რძის ნაწარმი, მალე ფუჭდება, შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ასეთ პროდუქტებს მოსახლეობა ვერ მიიღებს.


Batumi Daily
Kutaisi · 5 months ago
3
Write a comment