ანტიგენზე დამყარებული 2000 სწრაფი ტესტი საქართველოში კვირას ჩამოვიდა - გაბუნია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140310 ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 2000 ერთეული სწრაფი ტესტი საქართველოში კვირას ჩამოვიდა. “ანტიგენზე დამყარებული 2000 სწრაფი ტესტი, რომელიც საჭიროებს მარტივ ანალიზატორს იმისთვის, რომ ისევ Pშღ მეთოდით შესრულდეს ტესტირება, ქვეყანაში ჩამოვიდა კვირას. ჩვენ დღეს გვექნება ექსპერტების ჯგუფთან შეხვედრა იმისთვის, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, რომელ კლინიკებში მოხდება ამ ტესტების გამოყენება. ასევე, არის 4000 ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხებს იძლევა უფრო გვიან ეტაპზე, თუმცა ამ ორივე ტესტს აქვს თავისი ადგილი დიაგნოსტიკურ ალგორითმში, “ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
0