კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

0
https://primetime.ge/kakhetshi-koronavirusis-pirveli-shemtkhveva-dadasturda/ covid- 19-ის დიაგნოზი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, თბილისიდან ოჯახის წევრის დაკრძალვაზე ჩასულ 19 წლის ახალგაზრდას დაუდგინდა. ინფორმაციას ადასტურებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი. „მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, დღის ბოლომდე გვეცოდინება ყველაფერი“, - განაცხადა ხანდამაშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა დაკრძალვის გარდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც მოძრაობდა. იგი დაკრძალვაზე 19 მარტს იმყოფებოდა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა. 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი. საქართველოში დღეიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა გამოცხადდა კომენდანტის საათი 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში. 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
0