http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140314
შეერთებული შტატები, ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, იტალიას 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო დახმარებას გაუგზავნის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ახლახან ვესაუბრე იტალიის პრემიერ-მინისტრს. იტალიაში, დაახლოებით, 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო დახმარება გავგზავნეთ“, – განაცხადა ტრამპმა.
იტალიაში, ახალი კორონავირუსით იფიცირებულთა საერთო რაოდენობა 101 739-ს შეადგენს. ამგვარად, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით, იგი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში. თუმცა, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთ რაოდენობის მიხედვით, იტალიაში ყველაზე დიდი მსხვერპლია – 11 591 ადამიანი ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით.