გაერომ მოუწოდა სახელმწიფოების ხელმძღვანელ უწყებებს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140315 გაერომ მოუწოდა სახელმწიფოების ხელმძღვანელ უწყებებს, გაათავისუფლონ ის პატიმრებიც, რომლებიც მსუბუქი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური გაერთიანება , , ლელო საქართველოსთვის’’ წევრმა ლანა გალდავამ გააკეთა. , , მოგეხსენებათ, რომ ა.წ 26 მარტს გავრცელდა გაეროს უმაღლესი კომისრის - მიშელ ბაშლეს მოწოდება მასზედ, რომ მთავრობებმა უნდა მოძებნონ გზები იმ მსჯავრდებულთა ციხიდან გამოსაშვებად, რომლებიც პანდემიის დაავადების მიმართ განსაკუთრებით დაუცველნი არიან - ხანშიშესული და დასნეულებული პატიმრები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. გაერომ ასევე მოუწოდა სახელმწიფოების ხელმძღვანელ უწყებებს, გაათავისუფლონ ის პატიმრებიც, რომლებიც მსუბუქი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს. გაეროს უმაღლესი კომისრის თქმით, მთავრობამ განსაკუთრებით უნდა იზრუნოს იმ ადამიანთა გათავისუფლებაზეც, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან საკმარისი ხელჩასაჭიდი საფუძვლის გარეშე. საქმე ეხება პოლიტიკურ პატიმრებს და მათ, ვინც უბრალოდ ხელისუფლების კრიტიკისა და არასასურველი შეხედულებების გამოვლენის გამო დააპატიმრეს. შესაბამისად, ვიზიარებ რა ზემოაღნიშნულ მოწოდებას, მიმაჩნია, რომ პენიტენციური დაწესებულების ყველა თანამშრომელს, რომელთაც უშუალოდ შეხება აქვთ მსჯავრდებულებთან, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, როდესაც ჯერ კიდევ ბურუსით მოცულია დაავადების საინკუბაციო პერიოდი, ჩაუტარდეთ სავალდებულო ტესტირება კორონა ვირუსზე. ასევე, მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გაეროს უმაღლესი კომისრის მოწოდებიდან გამომდინარე, წარმოადგინოს დეტალური ხედვა პენიტენციურ სისტემაში მყოფ, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მატარებელ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით’’, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება , , ლელო საქართველოსთვის’’ წევრმა ლანა გალდავამ.
0