გამშვები პუნქტები გორის შესასვლელებთან

0
დღეს დილიდან, ქალაქ გორის ყველა შესასვლელთან გამშვები საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. გამშვები პუნქტების რაოდენობა სულ ხუთია და ისინი მოქმედებენ, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული ზომების ფარგლებში. აგრეთვე, ზოგიერთ გამშვებ პუნკტებთან მოწყობილია საველე ჰოსპიტალები და მიმდინარეობს მოქალაქეთა ტემპერატურის კონტროლი. საყოველთაო კარანტინის პირობებში, ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების და ტაქსებით გადაადგილება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს და აქედან ორი მგზავრი, უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე. შეგახსენებთ, საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა დღეს 31 მარტიდან და მისი ფარგლებში გადაადგილება სრულად იკრძალება 21:00 საათიდან 6:00 საათმდე. აგრეთვე დღის განმავლობაში გადაადგილებისაას, მოქალაქეებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
#GORIDAILY
#გორი
#კარანტინი
#კორონავირუსი
0