ლევან რატიანი -კრიტიკული მდგომარეობით შემოსული პაციენტი, დღის ბოლომდე შესაძლოა, აპარატიდან მოიხსნას

0
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისივე თქმით, ერთ-ერი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან შესაძლოა დღის ბოლომდე მოიხსნა, მეორე ინფიცირებულს კი უახლოეს დღეებში მოხსნიან ასევე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. „იცით, რომ გვყავს ორი რეანიმაციული პაციენტი. მინდა, გითხრათ, რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვართ მთელი ჩვენი კლინიკა, იმიტომ, რომ პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, მწვავე რესპირატორული დისტრესით და ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადებისთვის იყო დამახასიათებელი, ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ომში, მეტნაწილად, გავიმარჯვეთ. პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური, ხელოვნურ ვენტილაციაზე გვყავდა. დღის ბოლომდე შესაძლოა, პაციენტი მოიხსნას აპარატიდან. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ქალბატონი 80 წლის , რომელიც ასევე COVID19-ით ინფიცირებულია, აქვს გულისუკმარისობა და ასაკი, ამ ქალბატონთანაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით, პარაკლინიკური კვლევებით, სუბიექტური და ობიექტური მონაცემებით დადებითია მიღწეული. სუნთქვის პარამეტრები შედარებით გამარტივდა. ჩვენი კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური(სასიცოცხლო) ფუნქციები ცოცხალია. იმედია, ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტი აპარატიდან მოიხსნება“, - განაცხადა რატიანმა.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ლევანრატიანი
#პაციენტი
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0