თამარ გაბუნია - მოქალაქეებისთვის ონლაინ-კონსულტაციების გაწევა ხვალიდან დაიწყება

0
ჯანდაცვის მინისტრი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ონლაინ-კონსულტაციებში 100 ექიმი იქნება ჩართული და ეს რაოდენობა ორი კვირის განმავლობაში 200-მდე გაიზრდება. მისივე თქმით, ზოგადად, პირველადი ჯანდაცის სისტემაში 1300-მდე სოფლის ექიმია ჩართული და დაახლოებით ამდენივეა ქალაქებში. „ონლაინ-კლინიკების მიზნებისთვის, სატელეფონო ბრიგადების უზრუნველყოფისთვის ამ ეტაპზე შეფასებულია, რომ 100 ექიმი იქნება ჩართული იმ პროცესში, რაც უკავშირდება ონლაინ-კონსულტაციას. თუმცა ზოგადად, პირველადი ჯანდაცის სისტემაში სოფლის ექიმების რაოდენობა 1300-ს აღწევს და დაახლოებით ამდენივეა ქალაქის ქსელში ოჯახის ექიმების რაოდენობა", - განაცხადა გაბუნიამ მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს ექნება საშუალება, რომ უშუაო კავშირი ჰქონდეთ მეტად გამოცდილ ოჯახის ექმებთან და მათგან მიიღონ ინსტრუქცია. , , ჩვენ ეტაპობრივად გავაგრძელებთ ოჯახის ექიმებთან მუშაობას ონლაინ-ტრენინგის მექანიზმის საშუალებით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრშია გამართული. ამდენად ყველა ექიმს ექნება საშუალება, რომ უშუალო კავშირი ჰქონდეს მეტად გამოცდილ ოჯახის ექმებთან და მათგან მიიღოს ინსტრუქცია. ეს პროცესი მიმდინარეა და ორი კვირის მანძილზე 200-მდე ოჯახის ექიმს მოიცავს. დღეს თბილისში ეს სისტემა უკვე მუშაობს და მოსახლეობას შეუძლია განაგრძოს 112-ზე დარეკვა და შემდეგ მათი ზარი გადამისამართდება თბილისის ოჯახის ექიმებთან. ვფიქრობ, უკვე ხვალიდან ეტაპობრივად გავრცელდება და ესეც დაანონსდება, სად, რომელ რეგიონში იქნება სისტემა მზად, ზარების მიღებისა და ონლაინ კონსულტაციებისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.
#კორონავირუსი
#მედპერსონალი
#თამარგაბუნია
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0