ექიმი, რომელიც პუტინმა მოინახულა, კორონავირუსით დაინფიცირდა

ByM.m.m.Georgia
0
მოსკოვის გარეუბნის ერთ-ერთი კლინიკის მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები იმყოფებიან. შეგახსენეთ, ცოტა ხნის წინ ამ კლინიკას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ მან ამ დაწესებულების ახლა უკვე ინფიცირებული უფროსი, პროცენკო, პირბადის გარეშე მოინახულა. ამ ფაქტთან დაკავშირებით პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა. "პუტინი კორონავირუსის ტესტს რეგულარულად იტარებს, ყველაფერს ვაკონტროლებთ", - თქვა პესკოვმა.
#კორონავირუსი
#პუტინი
#მოსკოვი
#რუსეთი
#პანდემია
#პოლიტიკა
#პესკოვი
#coronavirus
#putin
#russia
#moscow
#pandemic
#politics
ByM.m.m.Georgia
0