რომელია ბედნიერების ჰორმონები?

0
ენდოკრინული სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული არა მარტო ჩვენი ჯანმრთელობა, ასევე ჩვენი გუნება-განწყობილება. აღმოჩნდა, რომ ადამიანის ტვინში გამომუშავდება ნეიროჰორმონები, ე.წ. ბედნიერების ჰორმონები. მათგან ყველაზე ცნობილი ჰორმონებია ენდორფინები , დოფამინი და სეროტონინი.

ენდორფინები

ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონების ჯგუფია, ისინი განსაზღვრავენ ადამიანის ემოციურ მდგომარეობას. ენდორფინებს ადამიანი ეიფორიაში მოჰყავს, მას ასევე „ბუნებრივ ნარკოტიკს“ უწოდებენ. ენდორფინების მოქმედება წააგავს ნარკოტიკული ნივთიერებების მოქმედების მექნიზმს, რომლის არსი ნერვული დაბოლოებების ბლოკირებაშია, რადგან ნერვული იმპულსები ბლოკავს მტკივნეულ სიგნალებს. ადამიანი, ენდორფინების ზეგავლენის ქვეშ ვერ გრძნობს უსიამოვნო ზემოქმედებას. ნებისმიერი დადებითი განცდა იწვევს სისხლში ენდორფინების დონის მატებას. სისხლში მათი დონის აწევა შესაძლებელია, თუ ორგანიზმს ფიზიკურად დავტვირთავთ, მაგ. სპორტით, ვარჯიშით. სისხლში ენდორფინების რაოდენობა იზრდება სიცილის და ასევე ხელოვნური ღიმილის დროსაც.

ოქსიტოცინი

სინაზის და ნდობის ჰორმონი. როცა იგი მომატებულია ორგანიზმში ადამიანი გრძნობს სიმსუბუქეს, თითქოს დაფრინავს და თავი ყოვლისშემძლე გონია.

სეროტონინი

ტონუსის, ოპტიმიზმის, კარგი განწყობის ჰორმონი. მას მყისიერად გამოყოფს ორგანიზმი, როგორც კი მიირთმევთ შოკოლადს, ნაყინს, ბანანს, ფინიკს, მსხალს, კარალიოკს და სხვა საკვებს, რომელიც შეიცავს ამინომჟავა ტრიპტოფანს. მათ, ვისაც უყვართ ეს პროდუქტები, გაცილებით იშვიათად აწუხებთ უძილობა, უგუნებობა, დეპრესია და ნევროზი. სეროტონინი გამომუშავდება მაშინაც, როდესაც თავს ღირებულად და მნიშვნელოვნად ვგრძნობთ. გარდა ამისა, მას მადის კონტროლის უნარიც აქვს.

დოფამინი

კმაყოფილებისა და სიამოვნების ჰორმონი. მისი წყალობით ადამიანს უწევს სასიცოცხლო ტონუსი, უბრწყინავს თვალები, ემატება მიზანსწრაფვა და ხდება უფრო მოტივირებული.

ადრენალინი და ნორადრენალინი

მათი მოქმედება ხდება სტრესის დროს და მისი მეშვეობით ადამიანს ერთი შეხედვით შეუძლებელის შეძლების უნარი შესწევს.
#news #opinion #health #forhealth @tbilisi
#ჯანსაღიცხოვრება
0