ლუგარის ლაბორტორიის პარალელურად დღეიდან, ბათუმის ინფექციური საავადმყოფო ვირუსზე ტესტირებას იწყებს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142070 ლუგარის ლაბორტორიის პარალელურად დღეიდან, ბათუმის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსზე ტესტირებას იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ავრცელებს. ნინო ნიჟარაძის თქმით, საერთო ჯამში ორივე ლაბორატორია დღეში პისიარ ტექნოლოგიით სამასი ანალიზის გამოკვლევას შეძლებს, რაც პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინფექციის მართვას. მისივე განცხადებით, გამოკვლევებისთვის გათვალისწინებულია როგორც აჭარა, ასევე გურიის რეგიონი. აჭარაში ამ დროისთვის 21 00 პირი პისიარ ტექნოლოგიით, 500-ზე მეტი კი სწრაფი ტესტით გამოიკვლიეს.