კორონავირუსთან ბრძოლისთვის ევროკავშირი საქართველოსთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს

0
კორონავირუსთან ბრძოლისთვის ევროკავშირი საქართველოსთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, თანხა კორონავირუსის გავლენის შემცირებასა და სოციალურ-ეკონომიკური შედეგების გამოსწორებას მოხმარდება. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას თვითერზე გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა მათ. "ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან გამოჩენილ სოლიდარობასა და დახმარებას საქართველოსთვის Covid 19 - თან ბრძოლაში. მადლობას ვუხდით ევროკავშირს, 20€ მილიონზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავლენის შემცირებასა და სამედიცინო აპარატურების შესყიდვას მოხმარდება, ხოლო €70 მილიონზე მეტი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად გადამისამართდება, " - წერს ზალკალიანი.
#ევროკავშირი
#საქართველო
Tbilisi
0