რა არის ქრონიკული რინოსინუსიტი და რა სიმპტომები ახლავს მას?

0
ქრონიკული სინუსიტი ხშირი ავადმყოფობაა, რომლის დროსაც ცხვირის ღრუს გარშემო მდებარე ღრუები (სინუსები) ანთებით მდგომარეობაშია და შესიებულია 8 კვირას ან მეტხანს, მკურნალობის მიუხედავად. ქრონიკული სინუსიტი (რინოსინუსიტი) ხელს უშლის ღრუში ლორწოს თავისუფალ დინებას და იწვევს მის დაგროვებას. თუ გაქვთ ქრონიკული სინუსიტი, შესაძლოა გიჭირდეთ ცხვირით სუნთქვა. სახე და თვალების გარშემო ადგილები შესაძლოა შესიებული იყოს და თან ახლდეს ბასრი ტკივილი სახეზე ან თავის ტკივილი. ქრონიკული სინუსიტი შესაძლოა გამოწვეული იყოს ინფექციით, ცხვირის ღრუს პოლიპებით ან ცხვირის ძგიდის გამრუდებით. ქრონიკული სინუსიტი ყველაზე ხშირად ახალგაზრდა და შუა ასაკის მოზრდილებს ეხება, მაგრამ შესაძლოა ბავშვებშიც შეგვხვდეს.

სიმპტომები

ქრონიკული რინოსინუსიტს შესაძლოა ახლდეს სიმპტომები 👇 🔹 ცხვირით სუნთქვის გაძნელება 🔹 ტკივილის და დაჭიმულობის შეგრძნება სახის არეში 🔹 ჭარბი რაოდენობით ჩამონადენი ცხვირიდან 🔹 გადანადენი ცხვირიდან ყელში 🔹 ყნოსვის დაქვეითება ან გაქრობა
#ყელ_ყურ_ცხვირი #ოტო_რინო_ლარინგოლოგია #ქრონიკული_რინოსინუსიტი #ცხვირის_ღრუ #წიაღების_ანთება
#ახალიამბები
#forhealth
#health
#healthylife
#behealthy
Tbilisi
0