ოთახის კუთხე

0
ოთახის კუთხეს ჰაბიტუსით ავსებ საეჭვოდ, მარტოსულობა სავსე ოთახს სხვარიგ შეამკობს... ყველა ამბავი წინა ღამეს ლანდად მოაბი რომ მოყვე ისე, რომ სხვის ყურებს ასიამოვოს. ყველა ტკივილი კონვერტირდა ლირიკულ ამბად და ახლა ეძებ ვის უამბო რომ მოგიწონოს. მზერას რაიმე უმნიშვნელოს აჰკიდებ უცებ და ღრმა აზრებში დაკარგული ფიქრობ რამეზე და გახსენდება ბავშვობა ან რაღაც ფარული და ეს აზრები გსურს რომ ვინმემ გაიზიაროს. ასეთ უაზრო გარემოში აილესები, შენი აზრებიც ჩაეტევა სხვების ჩარჩოში. შინაგან ტკივილს ყურს არ უგდებ, როგორც სამყარო და ეს სიცრუე გაკარგვინებს რაღაც სასწაულს. გადიან წლები და კუთხეში იცვლება სახე და შენ იცი, მასაც უნდა ვინმე ვინც “იცნობს”, მიდიხარ, მშვიდი ტონით აცნობ დაკარგულ პიჟონს და ითრევ მისი ოცნებებიც მოარგოს სივრცეს. #ოთახი #კუთხე
#ლექსები
#ლექსი
#ვინდაეძებსვინდაწერა
#ხალხი
#ურთიერთობა
#ფიდსი
0