ძალიან მნიშვნელოვანი!

0
საქართველო?? საინტერესოა by Mikheil Chkuaseli. შვედეთის მაგალითი ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მხვდება ე.წ. „შვედეთის მაგალითი“-ს მოშველიება კოვიდთან ბრძოლის საქმეში. საქართველოს და შვედეთის ცხოვრების წესის, აქედან გამომდინარე ბევრი ასპექტით, შედარებას ახლა არ გავაკეთებ, არც ვარ ამის სპეციალისტი. სტატისტიკიდან კი რამდენიმე შედარებას მოვიყვან. მონაცემები აღებულია საიტიდან worldmeters.info . მე არ ვიცი რატომ ვიყენებთ ამ წყაროს, მაგრამ „წყაროების“ კონფლიქტი რომ არ გამოვიწვიო მეც მას დავეყრდნობი (ძირითადად). შვედეთში პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა 30 იანვარს ვუჰანის მოგზაურობის ისტორიით, როდესაც 25 იანვარს ჩამოსულ ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი. ქალბატონი გადაყვანილი იქნა იზოლაციაში. შემდეგი ერთი თვის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/2020_coronavirus_pandemic_in_Sweden 26 თებერვალს დადასტურდა მეორე შემთხვევა ჩრდიოლეთ იტალიიდან, 29 თებერვალს დადასტურებული იყო 14 შემთხვევა. წყარო: სტატისტიკურად გავრცელების თარიღად 30 იანვრის დაშვება მოგვცემს დიდ ცდომილებას, ამასთან იმის დაშვება რომ რეალურად ქვეყანაში საწყის თარიღად ავიღოთ 26 თებერვალი ბევრში წიაანღმდეგობას დაბადებს. ამიტომ დავტოვოთ ისტორიული ფაქტი ფაქტად, მივიჩნიოთ 30 იანვარი კოვიდის დასაწყისად, 26 თებერვალი გავრცელებად შვედეთის სამეფოში და უარი ვთქვათ საშუალო მაჩვენებლების გამოყენებაზე (ზემოთ ნახსენები ცდომილების გამო). 9 მარტს ქვეყანაში დადასტურდა შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა - გავრცელებიდან 14 დღეს, ისტორიულად 40 დღის შემდეგ. 11 მარტს დაფიქსირდა პირველი გარდაცვალება კორონავირუსისაგან - 70 წლის მამაკაცი რისკ-ჯგუფიდან - გავრცელებიდან 16 დღეს, ისტორიულად 42 დღის შემდეგ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 26 თებერვალს. ახლა მივყვეთ სტატისტიკას, წყარო: https://www.worldometers.info/coronavirus/#countries მიხედვით, რომელიც განახლებულია - Last updated: March 31, 2020, 13:53 GMT სულ დასნებოვნებული: საქართველო - 110 (1 მილიონ კაცზე 28) შვედეთი - 4 435 (1 მილიონ კაცზე 439) გარდაცვილი საქართველო - 0 (0%) (ერთ მილიონ კაცზე 0) შვედეთი - 180 (4.1%) (ერთ მილიონ კაცზე 18) გამოჯანმრთელებული საქართველო - 21 (19.1%) შვედეთი - 16 (0.36%) მძიმე/კრიტიკული საქართველო - 6 (5.5%) შვედეთი - 358 (8.1%) მოსახლეობა საქართველო - 3.717 მილიონი (2017) https://www.google.com/search?q=population+of+georgia&oq=Population+of+Georgia&aqs=chrome.0.0l8.5533j0j7&sourceid=chrome&ie=UTF-8 შვედეთი - 10.120 მილიონი (2018) https://www.google.com/search?q=population+of+Swden&oq=population+of+Swden&aqs=chrome..69i57j0l7.7095j0j7&sourceid=chrome&ie=UTF-8 შვედეთის წილების ექსტრაპოლაცია საქართველოს მაგალითზე იმათმა გააკეთონ ვისთვისაც „შვედეთის მაგალითი“ მისაღებია, მე ჰიპოტეტურადაც არ მინდა რაღაცეების დაშვება. დაუშვა ერთი დიდი და ძლიერი ქვეყნის პრემიერმა მსგავსი „მაგალითი“ და ზის ახლა თვითონ სახლში და ქვეყანა ექვს თვიან „ლოქდაუნს“ განიხილავს. ავტ. მიხეილ ჭკუასელი
0