ბათუმში ბლოკ-პოსტები მოეწყო

0
ბათუმში, საქართველოს დანარჩენ 7 ქალაქთან ერთად, ბლოკ-პოსტები მოეწყო. ბლოკ-პოსტები ქალაქში მანქანებს საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესების აღსრულებისთვის დააყენეს. ამ პუნქტებში მოხდება მანქანების დათვალიერება და თერმოსკრინინგი (ტემპერატურის შემოწმება). „ბლოკ-საგუშაგოებზე მიმდინარეობს როგორც ავტომანქანების ვიზუალური დათვალიერება, ასევე ხდება თერმოსკრინინგიც. რამდენიმე პირი იყო, რომელსაც აღენიშნებოდა ზღვრულს ზემოთ ტემპერატურა და მივუთითე, რომ სამედიცინო პუნქტში გაიაროს კონსულტაცია. ჯერჯერობთ არ ყოფილა რაიმე წინააღმდეგობის ფაქტი“ - აცხადების აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი "ბათუმელებთან". ბათუმში სამი ბლოკ-პოსტი უკვე მუშაობს. 31 მარტიდან კი ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, რაც ითვალისწინებს საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილების შეზღუდვას ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც სპეციალური საშვი არ აქვს.
0