ადამიანი რომელსაც საკუთარი ანუ ნამდვილი ცენტრი აქვს ნაპოვნი - როგორც მშობელი მენტორის როლს აღარ თამაშობს, ადექვატურად პასუხობს ბავშვის საჭიროებებს, შესაბამისად შვილსაც აღარ რჩება უსუსურობის განცდა და ის ბუნებრივად აირეკლავს მშობლის ჯანსაღ მიდგომას.
პასუხისმგებლობის მეტი წილი სწორედ ამიტომ მოდის მშობელზე, რადგან ისაა ზრდასრული, ბავშვის ფსიქიკა კი მოუმაზდებელია გაცნობიერებისთვის.
მშობელი, რომელიც იწყებს შვილის ბუნების გაცნობას, უფრო შეცნობას- მისი მიდრეკილებების სწორად განვითარების გზებსაც იპოვის, ხელს შეუწყობს და ფსიქოლოგიური განცალკევებაც დროულად მოხდება ასეთ შემთხვევაში; მაგრამ ყოველივე ამის გარდაუვალი პირობაა-თავად მშობელი იყოს მართლაც ზრდასრული და არა ძალაუფლებას ამოფარებული დიდი ბავშვი, რომლის ერთადერთი თვითრეალიზაცია შვილის ცხოვრებით ცხოვრებაა.
ძალიან ბევრ ადამიანს თითქოს ეთაკილება იმის აღიარება რომ დიდი წილი ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში მშობლების ჩვენდამი დამოკიდებულებით განისაზღვრება; შეიძლება არც ეთაკილებათ უბრალოდ ვერ აცნობიერებენ-მითუმეტეს ჩვენს კულტურაში, სადაც მშობელი გაიდიალიზირებულ-გაფეტიშებულია, -ეს რაღაც მოწიწება-შიში შექიმს სიყვარულსა სივრცე უფროა, რომელსაც არაჯანსაღი ელფერი მეტად დაკრავს, უფრო ფსევდო-პატივისცემაა.