თანამედროვე ფსიქოლოგებისთვის ამოსავალი წერტილი ადამიანის პატივისცემა გახდა და არა მისი გაწვრთნა;
ეს პროცესი სწორედ ბავშვობიდან იწყება ამიტომაც უთმობენ ამდენ დროს და ენერიას ამ საკითხების შესწავლას და სწორი ჰუმანური მეთოდების შემუშავებას; რაც შეეხება საინფორმაციოებს და რას გადმოსცემენ -ამაზე დაყრდნობით დასკვნის გაკეთება- სიტუაციას სწორად ვერ დაგვანახებს. რეალურად დასავლურ ფასეულობებზე გაზრდილი ახალგაზრდები გაცილებით სწრაფად და ბუნებრივად პოულობენ საკუთარ ხმას ცხოვრებაში და მშობლისგან განცალკევებაც მეტად ადექვატურად ხდება;
ამ მხრივ ქართული რეალობის დამატებითი ანალიზი ალბათ აღარაა საჭირო: ჩვენთან „შვილიკოობის“ რეჟიმი დაბადებიდან სიკვდილამდე გრძელდება.