ქართული პოსტერი - “აფხაზეთი”

0
Wallace Design - ის თვალით დანახული აფხაზეთი
Wallace Design - მა Geoposter- ისთვის აფხაზეთის ულამაზესი პოსტერი შექმნა, რომელიც აუცილებლად გაათბობს თქვენს გულს 💛
როგორც იცით, ჯეოპოსტერი საქართველოს ულამაზესი კუთხეებისა და ძეგლების საინტერესო პოსტერების დიზაინს ამზადებს მათ სიაში მიხვდა ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა, ქართლის დედა, ძველი თბილისი, და სხვა ადგილები, ახლა უკვე სოხუმი და აფხაზეთიც.
ჯეოპოსტერი პოსტერის შესახებ თავის ფეიჯზე წერს: “აფხაზეთის პოსტერებზე ჩვენი დაარსების დღიდან ვფიქრობთ, მაგრამ პროცესში ბევრ სირთულეს წავაწყდით: მრავალმხრივ მნიშვნელოვანი რეგიონია, თემა - ძალიან მგრძნობიარე... ილუსტრატორთა ის თაობა, რომელიც ჩვენი პოსტერების შექმნაზე მუშაობს, არ არის აფხაზეთში ნამყოფი. შესაბამისად, ეს გავლენას ახდენდა შემოქმედებით პროცესზე. თუმცა ბოლოს, სირთულეები ერთობლივად დავძლიეთ და პოსტერებზე განხაკუთრებული ენთუზიაზმით, პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით ვიმუშავეთ. და 25 თებერვალს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღეს, დიდი სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ გამოიცა ჩვენი ორი ახალი პოსტერი აფხაზეთის თემაზე. აქვე გეტყვით, რომ აფხაზეთის შესახებ ვაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს მომავალში სხვა სიახლეებიც გვექნება.”
პოსტერების შეძენა შეგიძლიათ წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა”, ჭავჭვაძის 17 ბ პოსტერის ზომა : 48*70 გრამაჟი: 200 გრ მასალა : ბრისტოლი ფასი : 10 ლარი ლინკიები - https://m.facebook.com/Wallace-Design-1578944748820205/ https://www.facebook.com/Geoposter/

სხვა პოსტერები:

ქართლის დედა
სხვა საკურორტო ქალაქები
თბილისი
ავტორი: მარიამ თოფურია / მომო - #geoposter #posters #digitaldesign #georgia #abkhazia #abkhaziaisgeorgia #georgiaisoccupiedbyrussia #georgiatravelmoments #madeingeorgia #qartuliadakargia #ჯეოპოსტერი #პოსტერები #საქართველო #აფხაზეთი #აფხაზეთისაქართველოა #რუსეთიოკუპანტია #დამზადებულიასაქართველოში #ქართულიადაკარგია @ შაქრო ბაბუა / Grandpa Shaqr
#ახალიამბები
#ხელოვნება
#ბიზნესი
#პოსტერი
#აფხაზეთი
#აფხაზეთისაქართველოა
#აფხაზეთიჩვენია
#sokhumidaily
#sokhumi
#abkhazia
0