ექიმს, რომელსაც პუტინი ერთი კვირის წინ შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140338 რუსეთში "კომუნარკის" საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს კორონავირუსი დაუდგინა-აღნიშნულ ინფორმაციას "ტვ დოჟი" ავრცელებს. დენის პროცენკოს 24 მარტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "კომუნარკის" კლინიკაში ვიზიტისას შეხვდა. ვიზიტის დამადასტურებელი ფოტოები კრემლის ვებგვერდზეცაა განთავსებული. ცნობისთვის, მოსკოვში, "კომუნარკის" დასახლებაში არსებული კლინიკა კორონავირუსთ დაინფიცირებულებისთვისაა გათვალისწინებული. ამ დროისთვის, რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული 2 337 შემთხვევაა, მათგან 17 გარდაიცვალა.
0