თევზის კონტრაბანდა ოკუპირებულ აფხაზეთში

Sokhumi Daily

რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო დეპარტამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უწყების თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვარზე მანდარინის ყუთებში დამალული 16 კილოგრამი ზუთხის გადაზიდვის მცდელობა დააფიქსირეს. პრეს-სამსახურის ცნობით, ადლერის გამშვებ პუნქტზე მანქანის შემოწმების დროს საბარგულში მანდარინით სავსე ყუთებს შორის, არადეკლარებული ზუთხის თევზი იპოვეს. უკანონო ტვირთი და სამართალდამრღვევის მანქანა პასუხისმგებელ ორგანოებს გადაეცათ. "სახელმწიფო საზღვარზე ბიოლოგიური რესურსების ტრანსპორტირების მცდელობის ფაქტზე ტარდება შემოწმება, რომლის შედეგების საფუძველზე მიიღება პროცედურული გადაწყვეტილება." - წერია განცხადებაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა