წყალდიდობამ 13 ადამიანი იმსხვერპლა

Tbilisi Daily

ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო სამხრეთ კორეაში 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ Reuters-ს ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. სტიქიას ემსხვერპლა 13 ადამიანი, ხოლო 13 დაკარგულად ითვლება. სამხრეთ კორეაში ადამიანები მეწყერმა იმსხვერპლა, დატბორილია 5 751 ჰექტარი სოფლის მეურნეობის სავარგულები, ავტომაგისტრალებისა და ხიდების ნაწილი ქალაქ სეულში. კორეის პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი გამართა, რა რეგიონის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ადამიანების დაღუპვის ფაქტები აღკვეთოს. #ახალიამბები