ხულოს მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
Tbilisi Daily
ხულოს მერიის ცნობით, მათ 2 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა. მუნიციპალიტეტის განცხადებით, ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა თვითიზოლაციაში გადავიდა და ტესტირება ჩაუტარდა.
მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული თანამშრომლები ბოლო პერიოდის განმავლობაში დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე იყვნენ გადასულნი და სხვა თანამშრომლებთან შემხებლობა არ ჰქონიათ.
25 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 759 უკვე გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.