ვინ არის ჩვენი ტანჯვის მიზეზი?

0
რატომ ხდება ყოველთვის ისე, რომ ტკივილს არ განივიხლავთ.ხმამაღლა არ ვსაუბრობთ მასზე, მუდამ ჩუმად ვართ და საკუთარ თავთან გვაქვს ყოველთვის ბრძოლა, წინააღმდეგობა და გაჩაღებული ძლიერი ომი რომელიც არა და არ მთავრდრბა.ეს ყოველივე დღითი დღე უფრო ძლიერდება, ტკივილი მატულობს ვეღარ აყუჩებ ვერაფრით შველი თითქოს გამოსავალი აღარ დაგრჩა.იბნევი, სტრესულ კანკალს იწყებ ისტერიული სიცილი გიტყდება საკუთარ თავზე და საქციელზე, ჩვევაზე რაც ჩაიდინე, რაც ამ წამს გაიფიქრე რასაც აკეთებ ან სამომავლოდ გააკეთებ.არ გჯერა ამდენი პრობლემა, რომ გაყრია თავზე და ამდა სხვა შარში გაეხვიე.გიკვირს რა, როგორ და რანაირად მოხდა.აქამდე ამდაგვარი არაფერი მომხდარა, ახლა კი გაუგებრობით სავსე პერიოდი გაქვს. თავგზა არეული, არავის ენდობი მათ შორის საკუთარ თავსაც კი.ჩაიკეტე, არავისთან არაფერს ამბობ.ზღუდავ საკუთარ თავს, რატომ ამის მიზეზი არაა ცნობილი.ყველაფერს მალავ, ლუქავ ადამიანებს მათ ბლოკს ადებ და ცხოვრებიდან რიყავ.სამყაროში მარტო რჩები, საკუთარი მე-ღა დაგრჩა მაგრამ ისიც გაგირბის, აღარ ჩერდება შენთან.ისიც კი დააშინე, ნამსხვრევებად აქციე აღარ სიამოვნებს, სურვილი აღარ აქვს შენთან ურთიერთობის.ყოველ დღე ებრძვი ბოროტი ძრახვებით, გაგებით ვერ ეკიდები მის დამოკიდებულებას შენდამი.პირიქით მას რიყავ, ის რომ გასწავლის სწორ გზას, გადაჭრა პრობლემა, დახმარების ხელს გიწვდის, გვერდში გიდგება, მხადარაჭერას გიცხადებს შენს გამო ყველანაირ რისკზე მიდის, მეტიც უკან იხევს ბევრი რამ დათმო.მნიშვნელოვანი საქმეები, ადამიანები უკან დააყენა შენი პერსონა კი საკუთარ თავზე წინ წამოწია.მხოლოდ შენზე ფიქრობს, დარდობს, ღელავს.უნდა, რომ ძველებურად იღიმოდე, რაღაც გიხაროდეს და საქმეს გულს უდებდე მასში გრძნობებს დებდე.მოერიო შინაგან სამყაროს რომელიც ასე გიწევს წინააღმდეგიბას, გაჩერებს, გაფერხებს მიმავალ გზაზე გიდგება, ფეხს გიდებს არანაირ გზას გიტოვებს.ორი გზაა რომლის საშუალებითაც ორივე მომენტში მის წრეში ხვდები სხვა შესაძლებლობა მოჭრილი გაქვს.წახვალ უკან, ან კიდევ წინ მაგრამ წაიქცევი მის ფეხს წამოედები.ის, წინსვლაში გიშლის ხელს.რაღაც მოინდომე მაგრამ მაინც ვერა და ვერ ბედავ წინ წასვლას, ნაბიჯის გადადგმას, ხმის ამოღებას, ხმამაღლა საუბარს, ხელების განთავისუფლებას ჯაჭვებისგან დიდი ხნის მანძილზე, რომ ამძიმებდა სხეულს და არ გაძლევდა უფლებას რამე მოგემოქმედა.გტანჯავდა სიმძიმე რომელიც სულიერად გტეხდა, გარეგნულად გასუსტებდა.შინაგანად ძვლებს გიმტვრებდა, ძალასა და ენერგიას გაცლიდა.სილამაზე, რომელიც სასწაულებრივი იყო ისიც კი დაფერფლა, ვეღარ აღდგება იგი.ხასიათი გაგინადგურა უხეში, მოუთმენელი, კაპასი, ცივგულა გაგხადა როცა იყო დრო სითბოს, სინათლეს ასხივებდი .ადამიანები კარგად გახასიათებდნენ, საუკეთესო იყავი ვისაც კი იცნობდნენ მაგრამ დადგა დღე, როცა დახასიათებაც შეიცვალა და ყველაზე უარესი გახდი ვისაც კი იცნობდნენ თავიანთ ცხოვრებაში.გაწყვიტეს ურთიერთობა, განა დაინტერესდნენ იმით თუ რამ გამოიწვია ასეთი უცაბედი, წარმოუდგენელი გარდაქმნა.არა, უკანმოუხედავად წავიდნენ რიდესაც დაინახეს, რომ იმდენი შესაძლებლობა აღარ გქონდა, აღარ იყავი ყველას მიმართ დადებითი, მოსიყვარულე აღარ ჩუქნიდი მათ საჩუქრებს, აღარ ანებივრებდი, აღარ სტუმრობდი და ფულსაც აღარ ურიგებდი...მიივიწყეს, რეალურად კი მხოლოდ და მხოლოდ საჩუქრებისა და სუპრიზების გამო იყვნენ ვითომ ახლო მეგობარი, ახლობელი, ნათესავი.გასაჭირის ზღვარს რომ დაადექი აღარავის აინტერესებდი, მხოლოდ კარგს იზიარებდნენ ლხინი აინტერესებდათ და არა ჭირი.უარყვეს გაჭირვება, ტკივილი რომელიც სულს გინგრევდა ირგვლივ კი არავინ იყო დახმარების ხელი, რომ გამოეწოდა. როცა ასეთ დღეში იყავი, ყველამ მიგატოვა, დაგტოვა მიზეზიც კი არ იცი რისთვის, რატომ რა რეაქცია გექნებოდათ ასეთ მომენტში? გიჭირდეთ, ძალიან ცუდად იყოთ იმედი გქინდეთ თქვენი მეგობრების და უცბად როცა საავადმყოფოს კარზე აღმოჩნდები წამში გაქრნენ...აღარც მოვიდნენ, კონტაქტიც გაწყვიტეს...დიახ, ასე მოიქცნენ ისინი.ადამიანი მიატოვეს, ნამდვილ პიროვნებაზე თქვეს უარი.ეს რამხელა დარტმაა? საკუთარ თავს ადანაშაულებდი ყველაფერში, რომ ვითომდა ცუდი ხარ და ამიტომ დაგტოვეს...შეცდომა დაუშვი ან რაღაც ისეთი უთხარი რონ აწყენინე...ერთი სიტყვით ცუდად მოექეცი, არაადამიანურად.რეალურად კი არაფერ შუაში იყავი.წმინდანი, სუფთა გულის პატრონი , ისინი არიან ლაქიანები.მათი ბრალია ყველაფერი, დამნაშავენი არიან მხოლოდ ისინი და არა შენ მაგრამ არ გინდა ეს გაიგო.გაღიზიანებული ხარ, აღარ გწამს საკუთარი თავის გგონია, რომ ყველას ეშინია და ყველა გააგდე არადა თვითონ წავიდნენ...ასე მოისურვეს რადგან ყალბები იყვნენ..ჩამოიხსნეს ნიღბები, ძირს დაყარეს და წავიდნენ..იაფერისტეს დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდა მათი თამაში როცა გამოცდა შეხვდათ ვერ გადაიტანეს, ვერ გაუძლეს და მაშინვე დასუსტდნენ, დაყარეს ფარ-ხმალი.აი, შენ კი ამას გაუძელი.რამდენ რამეს თან...როგორი ძლიერი ყოფილხარ...მოგატყუეს, გიღალატეს, გეგონა აქამდე უყვარდი მაგრამ ახლა ისეთი საშინელი გრძნობები გიტევს...სიძულვილის შეგრძნება გაქვს მათდამი, პირველრიგში კი საკუთარი თავისადმი, რომ ასეთებს ენდე, ნდობა დაიმსახურეს და მათ გვერდში ედექი.პატივს სცემდი...აქვე ისიც გახსენდება, რომ ღმერთი არსებობს დაგეხმარება, მათ სამაგიეროს გადაუხდის და ყოველიმათგანი პასუხს აგებს...მაგრამ ბრძოლა ისევ გრძელდება, ამდაგვარი საქციელებით შინაგან მე-ს ავნებ, მას აშინებ და ანადგურებ ამდენი ტანჯვით...ნუ იტანჯავ, არაადამიანების გამო თავს.გამოფხიზლდი, ეს შენთვის გაკვეთილი იყო, მძიმე მაგრამ მომავლისთვის უკეთესი.დაუმეგობრდი საკუთარ თავს ისე როგორც მეორე, სხვა პიროვნებას რომლის იმედიც გაქვს არასდროს დააღალატო ის.მესაიდუმლედ აქციე და ბევრ რამეს მიხვდები თუ რატომ ვუშვებთ შეცდომებს, რატომ ვირჩევთ მეგობრად არასწორ ადამიანებ, ის გასწავლის, შეგახსენებს ცხოვრების მთავარ პრინციპებს... დაიმახსოვრე, ის მუდამ მართალია.ვინ არის ჩვენი ტანჯვის მიზეზი? ალბათ, საკუთარი თავი საკუთარი თავისადმი სიმკაცრე, განკიცხვა და დადანაშაულება ტყუილუბრალოდ სხვა ადამიანების გამო.
#მეცნიერება
#ხელოვნება
#ახალიამბები
0