ვითარება ოკუპირებულ ცხინვალში

0
კორონა ვირუსთან დაკავშირებით, საკმაოდ ბუნდოვანი სურათია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ ბუნდოვანებას ხელს უწყობს, ხშირ შემთხვევაში გაურკვეველი ვითარება, დაავადებულთა იდენტიფიცირების სანდოობის ან ინფორმაციის შესაძლო დამალვის ეჭვი. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ჯერ კიდევ 18 მარტიდან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ, გარკვეული სახის გადაწყვეტილებები მიიღო, რათა შეემცირებინათ შესაძლებლობა ინფექციის ტერიტორიაზე შეღწევის. მათ აკრძალეს, ყველა ქვეყნის მოქალაქის შესვლა ოკუპირებურ ტერიტორიაზე გარდა რუსეთის მოქალაქეებისა და დაკეტეს გამშვები პუნქტები საქართველოსთან, ამასთან შეწყდა სასწავლო პროცესი. თავდაპირველად ეს აკრძალვები ორ კვირას გულისხმობდა, თუმცა 28 მარტს ე.წ. უშიშროების საბჭოს ახალი განკარგულებით, გამკაცრდა მანამდე არსებული წესები და კერძოდ დაიხურა ყველა სასადილო, კაფე და რესტორანი, ფუნქციონირებს მხოლოდ მაღაზიები აფთიაქები და სხვა კვებისთვის საჭირო ობიექტები. აღსანიშნავია ისიც რომ საზღვარი არ დაკეტილა რუსეთთან, თუმცა რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნებულებს 14 დღიან კარანტინში ათავსებენ. აგრეთვე, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გააფრთხილა რამოდენიმე მეწარმე აკრძალვების და შეზღუდვების დარღვევის გამო. ადგილობრივმა აფთიაქებმა თვითნებურად გაზარდეს მედიკამენტებზე ფასები, რადგან ე.წ. შინაგა საქმეთა სამინისტორმ მოუწოდა აფთიაქებს გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და არ გაზარდონ თვითნებურად მედიკამენტებზე ფასები. უკვე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონა ვირუსის გამო საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალები. დღეს კი ანატოლი ბიბილოვმა მოინახულა ადგილობრივი ინფექციური საავადმყოფო, დაინტერესდა რა მდგომარეობა და რამდენად მზადაა საავადმყოფო, პაციენტების მისაღებად, განსაკუთრებით სიტუაციის გართულების შემთხვევაში. მას განუცხადეს რომ უსაფრთხოების აღჭურვილობის მხრივ, არც ისე დიდი მარაგი აქვთ, თუმცა უიმედო სიტუაცია არაა, აგრეთვე ელოდებიან სადეზინფექციო საშუალებების მიღებას. ერთი რამ ცხადია, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, უსაფრთხოების მხრივ მიღებული ზომები არათანმიმდევრულია. ფაქტია, საავადმყოფოში ვიზიტისას თავად ბიბილოვმა გამოთქვა წუხილი, რომ ექიმების უსაფრთხოებაზე ფიქრი, მისი მთავარი გამოწვევაა. აგრეთვე, სანდოობის კუთხით, კითხვის ნიშნებს აჩენს, რუსეთიდან COVID-19-ის დასადგენი ტესტირებისთვის ჩატანილი საშუალებები. განსხვავებით აფხაზებისგან, სამხრეთ ოსეთი ე.წ. ხელისუფლება კატეგორიული და რადიკალურია საქართველოსთან კომუნიკაციაზე, მაშინ როდესაც რუსეთთან დღემდე არაა საზღვრები ჩაკეტილი და არავინ იცის, რამდენად გაუძლებს ადგილობრივი ჯანდაცვა COVID-19-თან საბრძოლველად, იმ რესურსებით, რომელიც მათ გააჩნიათ. #სამაჩაბლო #ოკუპირებულიტერიტორია #GORIDAILY
0