ახალ კორონავირუსზე ლაბორატორიული ტესტირების წესი, შესაძლოა, შეიცვალოს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140349 ჯანდაცვის სამინისტროს მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით შეხვედრა იმართება, სადაც ლაბორატორიულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით მსჯელობენ. საუბარია იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შიდა გადაცემის რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა, რომელთა ინფიცირების წყაროც ჯერჯერობით უცნობია, ჯანდაცვის სისტემაში, შესაძლოა, შეიცვალოს პროტოკოლი. აქამდე არსებული პროტოკოლის მიხედვით, ახალ კორონავირუსზე ტესტი მხოლოდ მათ უტარდებოდა, ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია ან ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულ პირთან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, დამატებითი განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება. "გიდასტურებთ, რომ არის შეხვედრა ლაბორატორიულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით. შემუშავებულია ალგორითმი, რომელიც ჯერდება დაავადებათა კონტროლის ცენტრს, კერძო სექტორსა და კლინიცისტებს შორის და შემდგომ მოგვცემენ განმარტებებს, "- თქვა ამირან გამყრელიძემ მთავარ არხთან საუბარში. "ტაბულა"
0