მთავრობა ტურიზმისთვის ცალკე დახმარების პაკეტს ამზადებს

Tbilisi Daily

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო განსაკუტრებით დაზარალდა ტურიზმის სექტორი და სოფლის მეორნეობა. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა განცხადება გააკეთა და ამბობს, რომ სტანდარტული დახმარების პაკეტით იქ ვერანაირად მივაღწევთ სასურველ შედეგს და აუცილებლად არასტანდარტულ გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ. თურნავას თქმით ტურისმისთვის ცალკე დახმარების პაკეტი მზადდება. „როგორც კი დაიწყო პრობლემები, მყისიერად დავიწყეთ რეაგირება და ტურიზმის სექტორი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ჩვენ შევხვდით, გავიარეთ პრობლემები და დავეხმარეთ. ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადება სწორედ ტურიზმის ინდუსტრიას და მასთან დაკავშირებულ სექტორებს შეეხო. ასევე შემოვიტანეთ პროგრამა, რომლითაც 50 ნომრამდე მოცულობის სასტუმროების საბანკო სესხის 80 პროცენტი გვქონდა სუბსიდირებული და ეს პროგრამა გრძელდება, მაგრამ როგორც პრემიერმა განაცხადა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რადგან არის სექტორები, რომლებიც ასე თუ ისე გააგრძელებენ ფუნქციონირებას და მალე დაუბრუნდებიან კრიზისამდელ მდგომარეობას; არის სექტორები, რომლებიც თუნდაც ამ კრიზისის ბუნებიდან გამომდინარე, რათა ეს იწვევს ქვეყნებს შორის დისტანცირებას, ადამიანებს შორის დისტანცირებას, უფრო მძიმე ვითარებაში იქნებიან, უფრო ხანგრძლივი დროით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ტურიზმისთვის ცალკე დახმარების პაკეტს ვამზადებთ, ცალკე ღონისძიებებს, ეს ნაწილობრივ იქნება პოსტკრიზისული გეგმის შემადგენელი ნაწილი და ამაზე ძალიან მალე ვისაუბრებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ ,,მოამბეში". #კორონავირუსი #პანდემია #ეკონომიკა #ტურიზმი #tbilisidaily