გამოკორონებული

0
დავრჩი სახლში ... მერომელიღაცა(ბოდიში ამ ჩიქორთული სიტყვისთვის) დღეა დღეს... გააზრებული მაქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ვიცი და მჯერა ამ მოწოდების ჭეშმარიტების. აი როცა ყველაფერს ახლიდან დავიწყებთ, როცა გარეთ გავალთ... როგორები ვიქნებით ... აი ამ რიტორიკული შეკითხვის ისტერიულ განშტოებაზე და სავარაუდო პასუხებზე ვმსჯელობდი ახლახანს ერთ ჩემს კარგ მეგობართან... ის ყოჩაღადაა ? როგორც იტყვიან, რომ არ დამეწერა არ იქნებოდა რა... გამოკორონებული+ გამოკარანტინებული+ ზედ კომენდანტი მომატებული მაძლევს გონივრულ ეჭვს თუ პროცესი გაგვიგრძელდა კი მომიწევს შოკური გაგიჟება ?? გონივრული ეჭვის გაგრძელება : მოკლედ თუ გადამიყვანეს შესაბამის დაწესებულებაში (ნუ საგიჟეს არ ვიყენებ მაინც, ვიზაღვევ თავს ???) მე ვიქნები ალბათ ან დულსინეა, ჟოზეფინა ან შეიძლება ბეატრიჩეც კი ? მაგრამ ასევე გონივრული ეჭვი მაფიქრებინებს ბევრი დონ კიხოტი, დ'არტანიანი ან ნაპოლეონ ბონაპარტე დამხვდება იქ. რა ჯობია დიდებული ადამიანების გარემოცვაში ფუსფუსობას. გაიხედავ, აქეთ ბონაპარტე იბანს ხელებს, იქეთ დონ კიხოტი ... არ იდარდოთ თუ გიცანით ნაცნობებს ჩაგიწყობთ კარგ ადგილებს... მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ... დარჩით სახლში ... ჩვენ ერთად დავამარცხებთ covid 19... და ვეღარასოდეს გადავეჩვევით ხელების დაბანას... ♥️?✌️??
0