საკრებულომ "ბათუმი ცენტრალის" პროექტის მასშტაბების ზრდას მხარი დაუჭირა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 'ბათუმი ცენტრალის' პროექტი განიხილეს, რომლის მიხედვითაც კომპანია თამარის დასახლებაში 38 სართულიანი მრავალფუნქციური კორპუსის მშენებლობას გეგმავს. დღევანდელ სხდომაზე არქიტექტურის სამსახურის უფროსმა შემოიტანა წინადადება, რომლის მიხედვითაც მშენებელი მასშტაბების ზრდასდა k2 კოეფიციენტის მატებას ითხოვდა.
სხდომაზე იყო შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ თამარის დასახლებაში ისედაც გადატვირთულია მოძრაობა და ეს პროექტი კიდევ უფრო გაართულებდაიქ არსებულ სიტუაციას.
მერიაში ამბობენ, რომ პროექტის მომზადება და შემოტანა გასულ წელს მოხდა, როცა ახალი კოდექსი არ იყო დამტკიცებული, რომლის მოთხოვნები ბევრად მკაცრია.
'განცხადებით მოთხოვნილია k2-ის გადამეტება ზონის შეუცვლელად 3,2 დან 5,4-მდე და მათ აქვთ ჩაფიქრებული დაახლოებით 30 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება ამ ტერიტორიაზე. დღეს საკრებულოზე ფაქტიურად ხდება ბოლო ეტაპის დამტკიცება. კომისიამდე კომპანიამ ჩაატარა საჯარო განხილვა და მოსმენა. მოწვეული იყო სპეციალისტები, არასამთავრობოები, ჟურნალისტები'-განაცხადა ბათუმის მერიის ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა მირიან მეტრეველმა.
ბათუმის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე კომპანიის მიერ წარდგენილ განაშენიანების რეგულირების გეგმას მხარი დაუჭირა.