სოფელი

0
სოფელი ბევრისთვის ბავშვობის ტკბილ მოგონებებთან ასოცირდება, ისევე, როგორც ჩემთვის. მახსოვს პატარაობაში, როგორ მიყვარდა სოფელში ასვლა, ერთი სული მქონდა შაბათ-კვირა როდის მოვიდოდა, რომ ბებიასთან და ბებიასთან ავსულიყავი, როგორ მიყვარდა მათი თვალები, რომლებიჩ ჩემი დანახვისას სიხარულის ცრემლებით ევსებოდათ, დანაოჭებული თბილი ხელები, რომლებსაც მომხვევდნენ და გულში ჩამიკრავდნენ. ასვლისთანავე ბებია ჩემი საყვარელი ნატურალური პროდუქტებით სუფრას გააწყობდა, ბაბუა საცივ წყალს მოიტანდა, ერთად ვისხედით ვსადილობდით , ვსაუბრობდით და დრო ისე გაირბენდა, ხოლმე ვერცკი ვამჩნევდით, მოსაღამოვდებოდა ბებია-ბაბუა გვერდით მომიწვებოდა მეფერებოდნენ ზღაპრებს მიყვებოდნენ და მაძინებდნენ. ორშაბათი, როცა მოვიდოდა წასვლა მიწევდა ჯიბიდან პენსიის ნაწილს ამოიღებდნენ მაძლევდნენ და მეუბნებოდნენ " იყიდე რაც გინდაო", ძალიან მიჭირდა წასვლა მათთან განშორება და დღეების ათვლის თავიდან დაწყება. დღეს მათთან ერთად ვცხოვრობ და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც პატარაობაში თვალები ისევ სიყვარულითაა სავსე, ხელები კი თბილი.

სოფლის ცხოვრება

ყველას უყვარს ნატურალური, ჯანსაღი პროდუქტები, რომლებსაც სოფლის მაცხოვრებლები ამზადებენ, მაგრამ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, რამდენად დიდი შრომაა მათ მომზადებაში ჩადებული ამიტომ გეტყვით, რომ სოფელში ცხოვრება ძალიან დიდ შრომას მოითხოვს დილის 6 საათიდან უკვე ეზოში ხმაურია, ყველა რაღაცას აკეთებს თავდაუზოგავად შრომობენიმისთვის, რომ მოიპობინ საკვები და თავი ირჩინონ. აქ არ არსებობს დასვენების დღეები ყოველდღე, ყოველსაათს და ყოველწუთს მუშაობენ. დიდები რთულ სამუშაოს ასრულებენ პატარები კი მათ ეხმარებიან.
Feedc
#გააჟღერე
#სოფელი
#სოფლისმეურნეობა
#შრომა
#ჯანსაღიკვება
#ჯანსაღიცხოვრება
#ჯანმრთელობა
0