პროტოკოლი სკოლებისთვის
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
როგორ შეძლებენ რეკომენდაციების შესრულებას საჯარო სკოლები?! ამ კითხვით მთავარის გადამღები ჯგუფი ბათუმის სასწავლო დაწესებულებებში იმყოფებოდა. მეორე სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ,რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო განათლების სფერო საკმაოდ ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა. საჭიროა სასწავლო პროცესი ისე დაიგეგმოს, რომ არ შეიქნას კადრებისა და საკლასო ოთახების დეფიციტი. ქალაქში არსებული დიდი სკოლები,სადაც ბევრი მოსწავლეა, შედარებით იოლად დაძლევენ, თუმცა რა ვითარებაა მცირე ზომის სასწავლო დაწესებულებებში დარესურსცენტრში ამაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.