კოუტინიო პრემიერლიგაში ბრუნდება?

ByM.m.m.Georgia
0
ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონას საკუთრებაში მყოფი შემტევის, ფელიპე კოუტინიოს გაფორმება ლესტერს სურს. ამჟამად ბრაზილიელი იჯარის წესით ბაიერნის ღირსებას იცავს. წყაროს ცნობით, 27 წლის შემტევის შეძენა "მელიების" თავკაცს, ბრენდან როჯერს პირადად სურს - წლების წინ ჩრდილოეთირლანდიელი სპეციალისტი მასთან ლივერპულში მუშაობდა. როგორც ცნობილია, ინგლისური კლუბი 30 მილიონის გადახდას გეგმავს - ხელშეკრულების მიხედვით, ფეხბურთელი ლესტერს იჯარით შეუერთდება, რის შემდეგაც "მელიებს" მისი გამოსყიდვა შეეძლებათ. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბაიერნი კოუტინიოს გამოსყიდვას არ გეგმავს, ხოლო ბარსელონას მისი დაბრუნება არ სურს. მიმდინარე სეზონში 27 წლის შემტევმა 32-ჯერ ითამაშა, 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.
#კოუტინიო
#ბაიერნი
#ბარსელონა
#ლესტერი
#ტრანსფერი
#ფეხბურთი
#სიახლე
#football
#transfer
#bayern
#barcelona
#leicester
#coutinho
#news
#sport
#business
ByM.m.m.Georgia
0