რამდენი საწოლია მობილიზებული კოვიდპაციენტებისთვის

Tbilisi Daily

ამ ეტაპისთვის ჩვენ მობილიზებული გვაქვს 7363 საწოლი, საიდანაც აქტიურად კოვიდისთვის გამოყენებულია 5952, განთავსებულია 5741 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თუ ჯანდაცვას ოქტომბრის თვეში 330 საწოლი ჰქონდა მობილიზებული, დღეის მდგომარეობით, საწოლფონდი 7000-ს აჭარბებს. „ამით ჩვენ ვცდილობთ ვმართოთ ნაკადები და ყველა ჩვენს მოქალაქეს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.