ბჟანიას მოსკოვური ვოიაჟი დასრულდა

Sokhumi Daily

დე ფაქტო სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდის ინფორმაციით, ასლან ბჟანიას სამუშაო ვიზიტი მოსკოვში დასრულდა. რუსეთის დედაქალაქში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ბაბიჩი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი ალექსეი ფილატოვი. პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხები აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მეორე საკითხი კი, რუსეთის მითვისებული აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება იყო ზამთარში. გარდა ამისა, პრეს-სამსახურის იუწყება, რომ ასლან ბჟანიამ მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში დიდი აგრო ინდუსტრიული კომპლექსი მოინახულა. პარალელურად, განიხილეს მოსკოვის რეგიონის მთავრობის წარმომადგენლებთან და აგრო ინდუსტრიული კომპლექსის ხელმძღვანელობასთან შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები. "სამუშაო ვიზიტის დროს ასლან ბჟანია ეწვია მშობლიურ - მოსკოვის საავტომობილო და გზების მშენებლობის სახელმწიფო ტექნიკურ ინსტიტუტს, რომელიც 1985 წელს დაამთავრა." - წერია განცხადებაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ფოტო: apsnypress #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა