18 votes
1 comments
0 shares
Save
7 views
Marie Kobuladze
Batumi · 1 year ago

6მაისის პარკი


Marie Kobuladze
Batumi · 1 year ago
Similar Posts
Marie Kobuladze
Batumi · 1 year ago
ახალი ბულვარი
Marie Kobuladze
Batumi · 11 months ago
#არაჩაბეტონებას
Marie Kobuladze
Batumi · 11 months ago
#flowers
Marie Kobuladze
Batumi · 1 year ago
black sea
Marie Kobuladze
Batumi · 1 year ago
⚡️⚡️⚡️
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
რა ვაკეთოთ ბათუმში პანდემიის პირობებში?
დიდი ხანი არ არის, რაც კარანტინის დასრულების შემდეგ, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით. ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა მოახერხა, რომ ცხოვრების რიტმს ხელახლა დასწეოდა, დანარჩენისთვის კი ძველი სტილის დაბრუნება მეტად სტრესული აღმოჩნდა. ასეთ რთულ სიტუაცაში, დაძაბული აურისგან გათავისუფლებას ყველა ჩვენგანი განსხვავებულად ცდილობს. ზოგი საკუთარ თავს წიგნებში პოულობს, ზოგს კინემატოგრაფიით უყვარს ყურადღების გადატანა, სხვები კი განწყობას ქალაქს უსადაგებენ. ამ უკანასკნელთა რიგებში თუ თქვენც მოხვდით, მაშინ ალბათ, შეამჩნევდით, რომ მნიშვნელობა არა აქვს სად ხარ და რა ამინდია, ბათუმში აუცილებლად იპოვით ადგილს, რომ განიტვირთოთ. რა უნდა გავაკეთოთ ბათუმში პანდემიის პირობებში, ანუ მაშინ, როცა ყველაფერი შეზღუდულად ფუნქციონირებს? Batumi Daily გირჩევთ: ნახეთ მზის ჩასვლა ზღვაზე ზაფხულში, ცხელი დღეების ფონზე, თითქოს, ყველა ვივიწყებთ მომენტს, როცა ზღვა ყველაზე ლამაზია, მზე კი ყველაზე წითელი. არ ვიცი, ოდესმე თუ გინახავთ, როგორ ჩუმდება სამყარო და მთელი დღის მანძილზე გაუჩერებლად მძვინვარე ტალღები, რომ მზე გააცილონ, მაგრამ, დამერწმუნეთ ამ შთაბეჭდილებას ვერასოდეს წაშლით. მისი მიღება კი სრულიად უფასოდ შეგიძლიათ. წადით ნავსადგურზე ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი სწორედ ნავსადგურია. იგი ძალიან ძველია და უდიდესი ისტორია აქვს. მისი მნიშვნელობა საუკუნებიის მანძილზე იზრდებოდა და არც დღეს კარგავს თავის უპირატესობებს. როცა ამ ადგილს სტუმრობ, თითქოს დრო ჩერდება. შენ ზიხარ ქვაფენილზე და უყურებ უამრავ გემს, იახტას, ძალიან ლურჯ ზღვას და ფიქრობ, რომ ყველაფერი ზუსტად იქ არის, სადაც უნდა იყოს. მოაწყვეთ პიკნიკი 6 მაისის პარკში ერთ-ერთი უძველესი პარკი საქართველოში და როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივების საყვარელი ტერიტორია. გარემო, სადაც, შეგიძლია განიტვირთო მარტო ან წახვიდე მეგობრებთან/ოჯახის წევრებთან ერთად, მოაწყო პიკნიკი და ცხელ მზეს ხეების ჩრდილის ქვეშ დაემალო. მოინახულეთ ალი და ნინოს ქანდაკება ორი ერთმანეთისკენ მოძრავი ქანდაკება, ერთი სიყვარულის ისტორიით ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ღირსშესანიშნაობად იქცა. ქართველმა მოქანდაკემ თამარ კვესიტაძემ აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომანი "ალი და ნინო" ამ სკულტურაში იდეალურად ასახა და იგი აქცია სიმბოლოდ იმ სიყვარულისა, რომელსაც არა აქვს საზღვრები და ეროვნება. ქანდაკება არაერთხელ დასახელდა საუკეთესო სკულპტურათა შორის და ბევრჯერ დაიმსახურა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. მისი ნახვა ყოველთვის ახალი ემოციით გავსებს. ესტუმრეთ ბოტანიკურ ბაღს მართალია, ამისთვის, ქალაქის ცენტრიდან 9 კილომეტრის გავლა მოგიწევთ, თუმცა სანახაობა ამად ღირს. აქ არა მხოლოდ, ნახავთ უნიკალური სახეობის მცენარეებს, არამედ მოგეცემათ საშუალება დატკბეთ იმ შესანიშნავი ხედებით, ჰაერით, ზღვის სანაპირო ზოლით, რომელიც ამ ტერიტორიას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.#ბათუმი #პანდემია #ტურიზმი #ზღვა #batumidaily
+3
Batumi Daily
Batumi · 2 months ago
3 ადგილი აჭარაში, რომელიც კარანტინის დასრულებისთანცე უნდა დალაშქროთ
კორონავირუსის პანდემიამ ყველას გვაიძულა, სოციალური დისტანცია დაგვეცვა და გარეთ გატარებული დრო მაქსიმალურად შეგვეზღუდა. ბევრი ადამიანისთვის ეს მძიმე აღმოჩნდა - განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც დღე და ღამე მოგზაურობასა და მოძრაობაზე ოცნებობს. ამბობენ, პანდემიის გავრცელებას სახლში ყოფნით თუ შევანელებთ, მაგრამ როგორც კი გადაივლის, სახლში გაჩერება ალბათ არ მოგვინდება. თუ თქვენც აქტიურად დასვენება გირჩევნიათ და ყოველთვის გინდოდათ, ლაშქრობებში სიარული დაგეწყოთ, პანდემია როგორც კი გადაივლის, აჭარაში გაეშურეთ სამოგზაუროთ. აქ შემოგთავაზებთ სამ ადგილს რეგიონში, რომლის დალაშქვრაც აუცილებლად ღირს. 1. მწვანე კონცხი მწვანე კონცხზე ადრეც დავწერეთ, იქ მდებარე ბოტანიკური ბაღი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. ხშირად ერთი დღით მიდიან და მცენარეებს ათვალიერებენ. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ბოტანიკურ ბაღში კემფინგიც შესაძლებელია. 15 ლარად შეგიძლიათ, ბაღი დაათვალიერთოდ და საკუთარი კარვით ბოტანიკურ ბაღში ღამეც გაათენოთ. მწვანე კონცხი ბათუმთან საკმაოდ ახლოსაა და თუ დიდხნიანი ლაშქრობები არ გიყვართ, იდეალური გამოსავალია. ქალაქიდან ბოტანიკურ ბაღამდე რამდენიმე ავტობუსი დადის. 2. მტირალას პარკი მთამტირალას პარკში ყველაზე მარტივად ჩაქვიდან მოხვდებით, რადგან ვიზიტორთა მიღების ცენტრი სოფელ ჩაქვისთავთანაა ახლოს. პარკი იმითაა გამორჩეული, რომ ბუნებრივ სილამაზესთან ერთად, ხელმისაწვდომია. ბილიკები მარკირებულია და საკემპინგე ადგილები კეთილმოწყობილი. პარკი მეგენაიშვილის #13-ში მდებარეობს. 3. მაჭახელას ეროვნული პარკი ეს პარკი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ლამაზი ხედებით გამოირჩევა. პარკის ახლოს შეგიძლიათ ციხე-სიმაგრეების ნანგრევები და სხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობებიც ნახოთ, პარკი ტერიტორიაზე კი ბუნებსი მრავალფეროვნებით დატკბეთ. თუ საკუთარი კარავი არ გაქვთ, შეგიძლიათ ის აქ 10 ლარად იქირაოთ. მაჭახელა გაგაოცებთ ბილიკების ნაირფეროვნებითა და აჭარისთვის დამახასიათებელი რელიეფებით. #აჭარა #ლაშარობა #კემპინგი #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 3 weeks ago
მაჭახელას ეროვნული პარკისთვის 120 000 ევრო გამოიყო
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მაჭახელას ეროვნული პარკი, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 120 000 ევროს ღირებულების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის მაჭახელას ეროვნული პარკთან დაკავშირებით ხელშეკრულება მიმდინარე კვირას გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ მაჭახელას ეროვნული პარკი ბათუმიდან 30 კმი-ის დაშორებით მდებარეობს და იგი 2012 წელს, უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვის მიზნით, შეიქმნა. მაჭახელა ეროვნულიპარკი ბათუმი BatumiDaily
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 6 days ago
რეკომენდაციები სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის
ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა.დოკუმენტის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო და დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა. შენობის ყველა შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, გამოყენების სავალდებულო ნიშნისმითითებით; . პერსონალისა და ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ სულ მცირე 70%ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებებისა და მათი სწორადმოხმარების წესები; . თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებინფორმაცია. შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება; .შენობის საერთო მოხმარების სივრცეებში დაიცავით დისტანცია (არანაკლებ 2 მ);\ . სავარჯიშო სივრცეში, ვარჯიშის კონტაქტური სახეობებისათვის დასაშვებია უსაფრთხოდისტანციის განსხვავებული ნორმის დაცვა; . უზრუნველყავით კლუბების ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებულიერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების გან ავსება(ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პარკი. ნარჩენებისპარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით; . უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურისმიერ; . უზრუნველყავით საერთო გამოყენების სველი წერტილების დასუფთავება, დაბინძურებისშესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 1 საათიანი ინტერვალებით; . უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას; ასევე წესები უნდა დაიცვან დასაქმებულებმაც. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში წერია: . პერსონალი უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, სათანადოკოლექტიური/ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:დამცავი გამჭვირვალე ბარიერები - მიმღებში; .ხელთათმანით - ნაღდი ფულის გამოყენების შემთხვევაში. . დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდანჰაერის შემოტანის გაზრდილი კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; . საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენების შემთვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველ 2 საათში ერთხელ 15 წუთიანი ბუნებრივი განიავება; . ყოველი დღის ბოლოს უზრუნველყავით საერთო სავარჯიშო და დამხმარე სივრცეების სველიწესით დალაგება და დეზინფექცია „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის 2 რაც შეეხება ჯგუფურ ვარჯიშს, როგორიცაა იოგა, პილატესი და ა.შ, დარბაზში აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და ვარჯიშზე ერთდროულად 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. ხოლო, ტრენაჟორების დარბაზში ყოველ 6 მ2 ფართობზე ერთი ადამიანის დაშვებაა ნებადართული. რეკომენდაციები ჯგუფური ვარჯიშებისა და სტუდიოებისთვის: .მომხმარებლები მიიღეთ წინასწარი ჩაწერით; . ჯგუფურ ვარჯიშზე (იოგა, პილატესი და ა.შ) შესაძლებლობის გათვალისწინებით შეზღუდეთინსტრუქტორებსა და მომხმარებლებს შორის ფიზიკური კონტაქტი; . ჯგუფური ვარჯიშების დარბაზებში, დაშვებულია ვიზიტორების დაშვება უსაფრთხო დისტანციისდაცვით (არანაკლებ 2 მეტრი), მაგრამ ერთ ვარჯიშზე არაუმეტეს 10 ადამიანისა. სავარჯიშოდარბაზებში უზრუნველყავით უსაფრთხო მანძილის ნიშანდება სტიკერების საშუალებით. რეკომენდაციები პერსონალური ვარჯიშებისთვის: o ინსტრუქტორებმა მომხმარებლებთან ურთიერთობისას შესაძლებლობის გათვალისწინებით უნდა დაიცვან დისტანცია და თავი შეიკავონ ფიზიკური კონტაქტისგან. რეკომენდაციები ვრცლად იხილეთ ბმულზე
ლადო ნიკურაძე
Batumi · 11 months ago
მტირალას ეროვნული პარკი