სარფის საბაჟოს დარღვევის წესი
Batumi Daily
საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ამხილეს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი სარფის გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი.
"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საბაჟო წესის დარღვევით შემოტანილი 1 768 შეკვრა სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი და მცირე რაოდენობით სამრეწველო დანიშნულების საქონელი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 43 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს."- წერია ინორმაციაში
#საბაჟო
#სარფი
#თურქეთი
#batumidaily
_____________________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
download.feedc.com